ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

ოლივეირა: მე უფრო ძლიერი დარტყმა მაქვს, ვიდრე ილიას

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა და ექსჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე ილაპარაკა.

ბრაზილიელი და ქართველი მებრძოლები ერთმანეთს სულ მალე დაუპირისპირდებიან.

„ილია ქვემსუბუქი წონიდან მოდის, ამიტომ მან პატივი უნდა სცეს მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლებს. მე უფრო ძლიერი დარტყმა მაქვს, ვიდრე ილიას. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს“, - თქა ოლივეირამ.

ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა.

„ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმართან რემატჩი? ჯერ 1-2 ჩხუბი კიდევ მოიგოს“ | დვალიშვილის მწვრთნელი
„უმართან რემატჩი? ჯერ 1-2 ჩხუბი კიდევ მოიგოს“ | დვალიშვილის მწვრთნელი