„შეიძლება, ყბა მართლა აუფეთქოს“ | ბისპინგმა ილიასა და ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ბისპინგი „ელ მატადორის“ სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „დუ ბრონქსს“ ყბას აუფეთქებს.
„ჩარლზ ოლივეირა ამაღელვებელი მებრძოლია. მსუბუქ წონით დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი ჩხუბები ყოველთვის საინტერესო სანახავია. მას სანახაობრივი სტილი აქვს, რის გამოც, მისი მწვრთნელის ადგილას, ძალიან ვინერვიულებდი.
ოლივეირა წინ მიდის, არაფერი ადარდებს და არ აინტერესებს, მეტოქე რას აპირებს. დუ ბრონქს არავინ არასდროს დაუსტვენს, მაგრამ ასეთი სტილის გამო, შესაძლოა, ნოკაუტში აღმოჩნდეს. ოლივეირა მეტოქეებს შანსებს უტოვებს, ხოლო თოფურია მშვიდი და უნაკლო მებრძოლია. ხელები მაღლა აქვს, თავს სულ ამოძრავებს და ყოველთვის მეტოქეს უყურებს. აკვირდება, მოწინააღმდეგე სად მოძრაობს, შანსებს ელოდება და შემდეგ ფეთქდება. ძალიან ძლიერია და შეიძლება, ოლივეირას ყბა მართლა ააფეთქოს“.
ცნობისთვის, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. „მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.