მოჰამედ სალაჰი, უეინ რუნი, ტიერი ანრი, რაიან გიგზი, ალან შირერი
Aa
Aa

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები | GiveMeSport-ის რეიტინგი

გამოცემა GiveMeSport-მა ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროსი საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში, რომელშიც 50 ფეხბურთელი მოხვდა, კრიტერიუმების სახით გამოყენებული იყო შემდეგი მაჩვენებლები: გოლები, საგოლე პასები, „მშრალი“ მატჩები, ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოები და პრემიერლიგაში კარიერის ხანგრძლივობა.

რეიტინგის სათავეში ლონდონის „არსენალის“ ლეგენდა ტიერი ანრია, მეორე ადგილზე უეინ რუნია, მესამეზე კი ალან შირერი.

ა„2000-იან წლებში ფრანგმა ზედიზედ ხუთ სეზონში 24 ან მეტი გოლი გაიტანა, რაც უბრალოდ წარმოუდგენელია. მისი სისწრაფე, ტექნიკა და გოლის ალღო ამშვენებდა პრემიერლიგას და მისი წასვლის შემდეგ ასეთი დონის ფეხბურთელი ინგლისში არ ყოფილა. ანრის არა მხოლოდ გაჰქონდა გოლები, არამედ სანახაობას ქმნიდა და ელეგანტურად გადაადგილდებოდა მინდორზე“, - წერს გამოცემა.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება, რეიტინგს კი სრულად ამ ბმულზე გაეცნობით. 

  1. ტიერი ანრი
  2. უეინ რუნი
  3. ალან შირერი
  4. მოჰამედ სალაჰი
  5. რაიან გიგზი
  6. კრიშტიანუ რონალდუ
  7. კევინ დე ბრუინი
  8. ერიკ კანტონა
  9. სტივენ ჯერარდი
  10. პოლ სქოულზი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - შერკი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
ოფიციალურად - შერკი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია