ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ლივერპულმა შესაძლოა ბარკოლა დაიმატოს | The Sun

„ლივერპული“ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ბრედლი ბარკოლას დამატებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი შეიძლება იმ შემთხვევაში შედგეს, თუ „ნიუკასლი“ ალექსანდერ ისაკის გაყიდვაზე უარს იტყვის.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ ბარკოლას ყიდვა სურს ასევე „ბაიერნს“. კერძოდ, მიუნხენელებს უნდათ, რომ შეტევის მარცხენა ფლანგი გააძლიერონ და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს მთავარ სამიზნედ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ ბარკოლა პსჟ-ს ღირსებას 2023 წლის აგვისტოდან იცავს. მიმდინარე სეზონში, მან 58 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 19 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია“ | Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგში კვარა მეშვიდეა
„ნებისმიერი მცველის მოტყუება შეუძლია“ | Givemesport-ის ოქროს ბურთის რეიტინგში კვარა მეშვიდეა