ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

ბაიერნს ბარკოლას ყიდვა სურს

„ბაიერნს“ ბრედლი ბარკოლას გაფორმება სურს. ამის შესახებ ფლორიან პლეტენბერგი წერს.

ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, მიუნხენელებს უნდათ, რომ შეტევის მარცხენა ფლანგი გააძლიერონ და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს მთავარ სამიზნედ მიიჩნევენ.

ამ საკითხზე პარიზელებთან გარიგება რთული იქნება, მაგრამ გერმანიის ჩემპიონები ამ შესაძლებლობას განიხილავენ.

თუ ბარკოლას ყიდვა ვერ მოხერხდება, „ბაიერნი“ ნიკო უილიამსზე კონცენტრირდება. გარდა ამისა, განიხილება რაფაელ ლეაუს, კოდი გაკპოსა და კაორუ მიტომას კანდიდატურები.

შეგახსენებთ, რომ ბარკოლა პსჟ-ს ღირსებას 2023 წლის აგვისტოდან იცავს. მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა 58 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 19 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BREAKING | კანში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს
BREAKING | კანში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს