ნიკოლო სკირა: ბაიერნი მილანს ლეაოს თაობაზე ოფიციალურად მიმართავს
მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის შეტევის გაძლიერებას გეგმავს და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ნომერ პირველი სამიზნეც ჰყავს - რაფაელ ლეაო.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, „რეკორდმაისტერი“ პორტუგალიელი გარემარბის თაობაზე „მილანს“ მომავალ კვირაში ოფიციალურად მიმართავს. რაც ამ ეტაპზეა ცნობილი, არის ის, რომ გერმანელებს ლეაოს შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ, რასაც + მათი რომელიმე მოთამაშე დაემატება, რომელსაც „როსონერი“ უფასოდ მიიღებს.
???? Excl. - Expected direct talks next week between #BayernMunich and #ACMilan for Rafael #Leao. #Bayern are ready to offer €60M + a counterpart to #Milan to try to sign the forward. Rossoneri would like to keep Leao but could open the door for a sale just for a bid around €100M https://t.co/HlVgkR9Tsk
— Nicolò Schira (@NicoSchira) June 5, 2025
წყაროს თანახმად, „მილანს“ სუფთად 100 მილიონის მიღება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიელებს ლეაოს შენარჩუნება ურჩევნიათ. თუ ამას ვერ შეძლებენ, თანხა ცნობილია, რომლის სანაცვლოდაც თავიანთ ლიდერს დათმობენ, მაგრამ უცნობია, რამდენად არის ამაზე თანახმა „ბაიერნი“.
თავად ფეხბურთელს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა აქვს გეგმებში და „მილანში“ მორიგი უამბიციო სეზონის ჩატარებას აღარ გეგმავს.
გასულ სეზონში 25 წლის გარემარბის ანგარიშზე სერია A-ში 34 მატჩში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემა იყო.