კოლინა ალვარესის პენალტზე: 2022 წლიდან ჩიპებიანი ბურთები გვაქვს, წამში 500 სიგნალს აგზავნის
პიერლუიჯი კოლინამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ხულიენ ალვარესის გაუქმებულ პენალტზე ისაუბრა და ფეხბურთში არსებულ ბუნდოვან წესებს შეეხო.
„ბურთები შეიცვალა. 2022 წლიდან ჩვენ გვაქვს ისეთი ბურთები, რომელიც მოთამაშის შეხებას გრძნობს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
12 კამერისა და ბურთზე ჩიპების წყალობით შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ მოთამაშის პოზიცია და შეეხო თუ არა ის ბურთს. ეს ასევე გადამწყვეტია ოფსაიდებისთვის. სისტემა წამში 500 სიგნალს აგზავნის და შესაძლებელია დადგინდეს მოხდა თუ არა შეხება“.
- მაშ, აღმოაჩინა ამ სისტემამ ლულიან ალვარესის საკამათო ორმაგი შეხება?
„ზოგჯერ ძნელია იმის თქმა, შეეხო თუ არა მოთამაშე ბურთს. ერთ-ერთი VAR მონიტორი აჩვენებს მეტრიკას, რათა დადგინდეს, იყო თუ არა შეხება. დიახ, გრაფიკა ამაზე მიუთითებს. ასე რომ, აქ ტექნოლოგია ორმაგ მიზანს ემსახურება: დაადასტუროს, შეეხო თუ არა ვინმე ბურთს და გამოავლინოს საეჭვო ოფსაიდები, - განმარტა უეფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.
აქვე გეტყვით, რომ ახალი სეზონიდან ხსენებული წესი სახეს იცვლის. ამიერიდან, ალვარესის მსგავს სიტუაციებში ფეხბურთელი უბრალოდ დარტყმას თავიდან შეასრულებს.