ასი პროცენტით დავიხარჯებით | ოდიშარია საფრანგეთთან (U21) მატჩის წინ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საფრანგეთთან მატჩის წინ ჟილინაში, „შტადიონ პოდ დუბნიოზე’’ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად პრესკონფერენციას ლაშა ოდიშარია ესწრებოდა.
ოდიშარია: „საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია. ჩვენი გუნდი გავა მოედანზე და ასი პროცენტით დაიხარჯება. უდიდესი პასუმისმგებლობა და მოტივაციაა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში.
ფსიქოლოგთან მუშაობა ნამდვილად დამეხმარა. საკლუბო დონეზე ძალიან ძლიერ კლუბებთან ვითამაშე, მაგრამ ნაკრების სპეციფიკა სულ სხვაა. ნაკრების თამაშებისთვის ბევრად მეტი კონცენტრაცია საჭირო''.
ევრო 2025 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჟილინაში პოლონეთს 2:1 მოუგო, პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის მატჩი 0:0 დასრულდა. მეორე ტურში ჯგუფის ლიდერი საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება, პოლონეთი - პორტუგალიას.
დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის