ინტერი თუ გაიმარჯვებს - მხითარიანი უნიკალურ რეკორდს უახლოვდება
„ინტერი“ თუ დღეს „პარი სენ-ჟერმენს“ დაამარცხებს, ჰენრიხ მხითარიანი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდება და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა. სომეხი ნახევარმცველი იქნება პირველი მოთამაშე, რომელსაც უეფას სამივე საკლუბო ტურნირი მოგებული ექნება. მხითარიანმა ევროპა ლიგაზე 2017 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისას, ხოლო კონფერენს ლიგაზე 2022 წელს „რომაში“ თამაშისას გაიმარჯვა.
ისტორიაში სულ 16 ფეხბურთელია, რომელსაც როგორც ჩემპიონთა ლიგა, ასევე ევროპა ლიგა აქვს მოგებული და თექვსმეტიდან ცამეტმა ამის გაკეთება „ჩელსისთან“ ერთად მოახერხა. საუბარი გვაქვს სესარ ასპილიკუეტაზე (2013 და 2019 წლები - ევროპა ლიგა, 2021-ჩემპიონთა ლიგა), გარი კეჰილზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013-ევროპა ლიგა), პეტერ ჩეხზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013-ევროპა ლიგა), ანდრეას კრისტენსენზე (2019-ევროპა ლიგა, 2021-ჩემპიონთა ლიგა), ეშლი კოულზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013-ევროპა ლიგა), დავიდ ლუისზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013 და 2019-ევროპა ლიგა), ჟორჟინიოზე (2019-ევროპა ლიგა, 2021-ჩემპიონთა ლიგა), ნგოლო კანტეზე (2019-ევროპა ლიგა, 2021-ჩემპიონთა ლიგა), მატეო კოვაჩიჩზე (2019-ევროპა ლიგა, 2021-ჩემპიონთა ლიგა), ფრენკ ლამპარდზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013-ევროპა ლიგა), ხუან მატასა (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013 და 2017 (მანჩესტერ იუნაიტედში)-ევროპა ლიგა) და ფერნანდო ტორესზე (2012-ჩემპიონთა ლიგა, 2013 და 2018 (ატლეტიკო) - ევროპა ლიგა).
არ მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე კონფერენს ლიგაზე აქვს გამარჯვება მოპოვებული. სამაგიეროდ ოთხია ისეთი, რომელთაც ევროპა ლიგის მსგავსად, კონფერენს ლიგის ჩემპიონის ტიტულიც აქვთ მოგებული. მსგავს წარმატებას ვისენტე იბორამ (სევილია 2015-ევროპა ლიგა, ოლიმპიაკოსი 2024-კონფერენს ლიგა), ემერსონ პალმიერიმ (ჩელსი 2019-ევროპა ლიგა, ვესტ ჰემი 2023-კონფერენს ლიგა), კრის სმოლინგმა (მანჩესტერ იუნაიტედი 2017-ევროპა ლიგა, რომა 2022-კონფერენს ლიგა) და ჰენრიხ მხითარიანმა (მანჩესტერ იუნაიტედი 2017-ევროპა ლიგა, რომა 2022-კონფერენს ლიგა) მიაღწიეს.