რუუდ გულიტი
Aa
Aa

„უფრო გამოცდილი გუნდია“ - გულიტი მოგებას ინტერს უწინასწარმეტყველებს

რუუდ გულიტი „მილანის“ ლეგენდად ითვლება და საკლუბო კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებებს სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში მიაღწია, თუმცა როდესაც ნიდერლანდელ ნახევარმცველს UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის კორესპოდენტმა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის ფავორიტის დასახელა სთხოვა, ის როსონერის ყველაზე პრინციპული მეტოქისთვის უპირატესობის მინიჭებას არ მოერიდა და საკუთარი მოსაზრების დასაბუთებაც სცადა.

რას ამბობს გულიტი

ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგას „ინტერი“ მოიგებს, რადგან „პარი სენ-ჟერმენზე“ უფრო გამოცდილი გუნდია. იმ შემთხვევაში თუ ანგარიშს ნერიაძური გახსნის, ამის შემდეგ ფრანგებს თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ, რადგან დაცვით ფაზაში ლომბარდიული გრანდი უბრალოდ უნაკლოა.

ვფიქრობ, მთავარი ბრძოლა ნახევარდაცვის ხაზში შედგება, სადაც „ინტერს“ რამდენიმე გამორჩეული ფიგურა ჰყავს, პსჟ-ის ლიდერი კი ამ სათამაშო რგოლში ვიტინია გახლავთ - სწორედ პორტუგალიელის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „სენ-ჟერმენმა“ „არსენალს“ ბურთის კონტროლში აჯობა.

მიუხედავად ბევრი მაღალი დონის ნახევარმცველისა, ნერიაძურის შეტევების უმრავლესობა განაპირა მცველის, დენზელ დუმფრისის გავლით ხორციელდება. რაც შეეხება ფორვარდებს, ამ პოზიციაზე ლაუტარო მარტინესი საუკეთესოა. რაც შეეხება უსმან დემბელეს, სულ რაღაც ერთი სეზონია ცენტრში დაიწყო ასპარეზობა და მისი როგორც თავდამსხმელის შეფასებას, მომდევნო წლის შემდეგ მოვახდენ.

ცნობისათვის, რუუდ გულიტი უეფას ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „მილანის“ რიგებში ზედიზედ ორჯერ გახდა - მან და მისმა თანაგუნდელებმა 1989 წელს - „სტიაუა“, ხოლო 1990-ში „ბენფიკა“ დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შენ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლე“ - კვარა ქინქლაძემ გაამხნევა
„შენ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლე“ - კვარა ქინქლაძემ გაამხნევა