ნიკოლო ბარელა
Aa
Aa

„2023 წლის მანჩესტერ სიტის ძალიან ჰგავს“ - ბარელამ პსჟ-ზე ისაუბრა

არამხოლოდ წლევანდელ სეზონში, არამედ უკანასკნელი წლების მანძილზე, ნიკოლო ბარელა „ინტერის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. 28 წლის იტალიელის როლი გუნდის ნახევარდაცვის სიძლიერეში ფუნდამენტურია და მის გარეშე ნერიაძურის შუა ხაზი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, მედიის წარმომადგენლების წინაშე სიმონე ინძაგისთან და ლაუტარო მარტინესთან ერთად სწორედ ის წარსდგა და ამომწურავი კომენტარი გააკეთა.

რას ამბობს ბარელა

ისევე როგორც ორი წლის, ამჯერადაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრის მოსაგებად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. ეს ისეთი მატჩი და ისეთი მოვლენაა, სადაც მოხვედრაზე ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელი ბავშვობიდან ოცნებობს და სწორედ ამიტომ, ბოძებული შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო.

წლევანდელი ფორმაციის „პარი სენ-ჟერმენი“ ძალიან ჰგავს 2023 წლის „მანჩესტერ სიტის“. პარიზელები მუდამ მჭიდრო პრესინგს გთავაზობენ და სულ პირველ ნომრად თამაში სურთ. მათ ამ ტაქტიკას საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი თუ არ დავუპირისპირეთ, დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ინტერი“ როგორც იტალიის ჩემპიონატში, ასევე ქვეყნის თასის გათამაშებაში ოქროს მედლების გარეშე დარჩა და ჩემპიონთა ლიგასაც თუ ვერ მოიგებს, სეზონს უტიტულოდ დაასრულებს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ“ | ლაუტარომ ფინალზე ისაუბრა
„იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ“ | ლაუტარომ ფინალზე ისაუბრა