ვისთან სურს დვალიშვილს ჩხუბი, ომალისთან რევანშის შემდეგ
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა თქვა, რომ შონ ომალისთან რევანშის შემდეგ, კორი სენდჰეგენთან ჩხუბს ისურვებდა.
ქართველი „მანქანას“ თქმით, ის მოხარული იქნება, თუ „შუგასთან“ ბრძოლის შემდეგ, კიდევ 2 ჩხუბის გამართვას შეძლებს.
„როგორც ჩანს, სენდჰეგენი მზადაა ჩემს გამოსაწვევად. ჩვენ არასდროს გვიჩხუბია. ის არაჩვეულებრივი მებრძოლია და მან ამ დივიზიონში ყველასთან ჩხუბი მოახერხა. არ ვარ წინააღმდეგი, რომ მალე დავბრუნდე და კორის ვეჩხუბო, შემდეგ კი ისევ ვიბრძოლო ნოემბერში, ნიუ-იორკში ან ლას-ვეგასში“, - თქვა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ოქტაგონზე თბილისის დროით, 8 ივნისს ვიხილავთ. მისი და შონ ომალის დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.