დელა მადალენა: მახაჩევთან ჩხუბი წელს გაიმართება
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ჯეკ დელა მადალენამ დაადასტურა, რომ ისლამ მახაჩევთან ჩხუბი მიმდინარე წელს გაიმართება.
„ჩემი მომდევნო მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ვაპირებ, რომ ვოლკანოვსკის გამო შური ვიძიო. არ ვიცი, ზუსტად სად გაიმართება ჩხუბი, მაგრამ ის წელს შედგება“, - თქვა დელა მადალენამ.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.
ამ დივიზიონის ჩემპიონი დელა მადალენა მას შემდეგ გახდა, რაც მან ბელალ მუჰამედი დაამარცხა.