მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„გაოცებული ვარ ხალხის მძაფრი რეაქციით“ - მერაბმა ტრავმაზე ილაპარაკა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ტრავმაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა. 

საუბარია ფეხის მოტეხილ თითზე, რომლის ამსახველ ვიდეო ქართველმა „მანქანამ“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

„გაოცებული დავრჩი, რამდენად მძაფრი იყო ხალხის რეაქცია. ყველა ისეთ პანიკაში იყო. მეგობრებო, ეს არაფერია. სისხლჩაქცევები და შავი ლაქები აღარ მაქვს. თითი ჯერ კიდევ ცოტა შესივებულია, მაგრამ ეს ნორმალურია. როგორც ხედავთ, დავდივარ. ეს მხოლოდ ნეკა თითია, არანაირი პრობლემა არ იქნება. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ 9 თითი მაქვს. ყველაფერი ნორმალურადაა“, - თქვა მერაბმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ოქტაგონზე თბილისის დროით, 8 ივნისს ვიხილავთ. მისი და შონ ომალის დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ძალიან დაბალია“ | მატეუშ გამროტის პროგნოზი ოლივეირას გამარჯვებაა
„ილია ძალიან დაბალია“ | მატეუშ გამროტის პროგნოზი ოლივეირას გამარჯვებაა