მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„კიდევ 9 თითი ხომ მაქვს“ | მერაბმა ტრავმაზე და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მაიკლ ბისპინგის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ ბევრ თემაზე ისაუბრა და ფეხის მოტეხილ თითზეც გააკეთა კომენტარი, რომლის ამსახველი ვიდეოც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

„ფეხის თითის ტრავმასთან დაკავშირებით, ყველაფერი კარგადაა. როგორც ვთქვი, თუ აუცილებელი გახდება, მას მოვიჭრი, მაგრამ არ მგონია, ამის საჭიროება დადგეს. კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა და ტკივილი არ მაწუხებს.

კონორ მაკგრეგორი იმავე ტრავმის გამო ჩხუბს ჩაეხსნა? არ მინდა, მაკგრეგორის ტრავმაზე კომენტარი გავაკეთო, რადგან არ ვიცი, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა და როგორ ტკივილს გრძნობდა. თუმცა, მე თავს კარგად ვგრძნობ და თუ რამეა, კიდევ 9 თითი ხომ მაქვს.

ომალისთან ჩხუბი? პირველ ორთაბრძოლაში, შონმა ზედმეტი მოთმინება გამოიჩინა. დისტანციას კარგად ვაკონტროლებდი და როდესაც მოახლოებას ახერხებდა, პარტერში გადამყავდა. ვფიქრობ, რემატჩში, უფრო აგრესიული იქნება და შეეცდება, მტკივნეულად დამარტყას. კორპუსში განხორციელებული დარტყმებით წარმატებას მიაღწია და მგონია, ამ იარაღს მეტად გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, კარდიოს მხრივაც მომატებული ექნება და ცვლილებებს შეიტანს“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანას“ ოქტაგონზე თბილისის დროით, 8 ივნისს ვიხილავთ და მისი და ომალის დაპირისპირება UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზში ჩასვლის დღიდან მთავარი მოტივაცია ეს იყო“ - ლუის ენრიკეს ინტერვიუ UEFA-სთან
„პარიზში ჩასვლის დღიდან მთავარი მოტივაცია ეს იყო“ - ლუის ენრიკეს ინტერვიუ UEFA-სთან