„ამ სცენარით, ეს სუბერბრძოლა იქნება“ - მოკაევი ილიასა და ისლამის შესაძლო ჩხუბზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, მუჰამედ მოკაევმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ორივე მებრძოლი თავის წონით დივიზიონებში ჩემპიონები გახდებიან, მაშინ მათი ბრძოლა უფრო საინტერესო იქნება.
რას ამბობს მოკაევი:
„თუ ისლამი ახლა დაამარცხებს თოფურიას, მაშინ ხალხი იტყვის, რომ მან დაბალი წონითი კატეგორიიდან მორიგი მებრძოლი დაამარცხა. მაგრამ თუ მახაჩევი ნახევრადმსუბუქ წონაში ჩემპიონი გახდება და თოფურია ჩარლზ ოლივეირას მოუგებს, მაშინ ამ ბრძოლის მნიშვნელობა გაორმაგდება და უფრო საინტერესო იქნება. სწორედ ასეთ ორთაბრძოლას ვიხილავდი, რომელიც რეკორდებს მოხსნიდა“.
„თუ ეს სცენარი რეალობად იქცევა, მაშინ მათი ბრძოლა შესაძლოა, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სუპერბრძოლად იქცეს. ამ შემთხვევაში ღონისძიება მიიზიდავდა არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების ყურადღებას, არამედ გლობალური აუდიტორიის დაინტერესებასაც გამოიწვევს“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა, ვაკანტური ქამრისთვის კი 29 ივნისს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იჩხუბებენ.