ოლიმპიაკოსისა და პანათინაიკოსის 200 გულშემატკივარი ქუთაისში გაიჭედა
Aa
Aa

ოლიმპიაკოსისა და პანათინაიკოსის 200 გულშემატკივარი ქუთაისში გაიჭედა

აბუ-დაბიში გამართული ევროლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც „ოლიმპიაკოსი“, „პანათინაიკოსი“, „მონაკო“ და „ფენერბაჰჩე“ მონაწილეობდნენ და რომელიც თურქული კლუბის ტრიუმფით დასრულდა, სამშობლოში მიმავალი 200-მდე ბერძენი გულშემატკივარი ქუთაისის აეროპორტში გაიჭედა. ამის შესახებ გამოცემა Basketnews-ი წერს.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 40 საათია, რაც ბერძენი გულშემატკივრები ქუთაისის აეროპორტში არიან, ვინაიდან მათი რეისი რამდენჯერმე გადაიდო.

„ჩვენი ფრენა ჯერ რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გაუქმდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაგვიყვანეს სასტუმროში. გვითხრეს, რომ ეკიპაჟს ჩვენთან ერთად გაფრენის ეშინოდა, რაც სრული ნონსენსია. თუ რაიმე პრობლემა არსებობდა, მათ შეეძლოთ, კონკრეტული მგზავრი რეისიდან მოეხსნათ და დანარჩენებისთვის გაფრენის საშუალება მოეცათ.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა დაგვიანების გამო სამსახურიც კი დაკარგა. ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმროს ხარჯები აგვინაზღაურეს, ნორმალური კვება კი არ გვქონია“, - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი კოსტას ჰაროკოპოსი.

გამოცემის ცნობით, ბერძენი გულშემატკივრები სამშობლოში დღეს საღამოს უნდა გაფრინდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა
NBA-ის სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა