გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფე ვალენსიასთან დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ ვალენსიას უმასპინძლა და 99:102 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და კარგი მატჩიც ჰქონდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 46 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. შერმადინმა 4-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ოთხივე ჩააგდო. 6 საჯარიმო ტყორცნიდან კი ყველა ზუსტი აღმოჩნდა. 2 მოხსნიდან ორივე საკუთარ ფარზე შეასრულა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 50 ქულა დარჩა და მაინც მეორე ადგილზე იმყოფება. ლაგუნა ტენერიფეს პლეი-ოფის მეოთხედფინალში თამაში გარანტირებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსმა ვენეციაში წააგო - შენგელიას 18 ქულა
ვირტუსმა ვენეციაში წააგო - შენგელიას 18 ქულა