მარკოიშვილის გუნდი ევროლიგის ფინალშია | ოლიმპიაკოსს 10 ქულით მოუგეს
კალათბურთში, ევროლიგის პირველ ნახევარფინალში „ფენერბახჩემ’’ „პანათინაიკოსს’’ 82:76 მოუგო, მეორე ნახევარფინალში „ოლიმპიაკოსი’’ „მონაკოსთან’’ 68:78 დამარცხდა.
„მონაკოს’’ მთავარი მწვრთნელის, ვასილის სპანულისის ასისტენტი ქართველი მანუჩარ მარკოიშვილია. ქართველი სპეციალისტის გუნდში საუკეთესო ალფა დიალო იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო. ასევე გამოსარჩევია მაიკ ჯეიმსის თამაში, რომელიც გუნდს 17 ქულითა და 7 პასით დაეხმარა.
„ფენერბახჩე'' - „მონაკოს'' ფინალი 25 მაისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალების მსგავსად ფინალიც აბუ-დაბიში გაიმართება.
38 წლის მანუჩარ მარკოიშვილი 2021 წლიდან „მონაკოს’’ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. გასულ წელს, როცა მთავარი მწვრთნელი საშა ობრადოვიჩი მოხსნეს, დროებითი მთავარი მწვრთნელი იყო.