თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუსმა ვენეციაში წააგო - შენგელიას 18 ქულა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „ვირტუსი“ სტუმრად „ვენეციასთან“ 7-ქულიანი სხვაობით, 82:89 დამარცხდა და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება მომდევნო მატჩისთვის გადადო. წინა თამაშებთან შედარებით გაცილებით უფრო შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია, რომელიც მატჩის ბოლოს მეტოქე კალათბუთელის მიერ თავში იდაყვის ჩარტყმის გამო დაშავდა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული არაფერია და თორნიკე თანაგუნდელების დახმარებას მომდევნო შეხვედრებშიც შეძლებს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში პარკეტზე 22 წუთი გაატარა და 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან რვიდან ხუთი ორქულიანი და ცხრიდან რვა საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი სამი სროლიდან კი ზუსტი არც ერთი არ აღმოჩნდა. თოკომ ოთხიდან სამი მოხსნა დაცვაში შეასრულა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა კვირას, 25 მაისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „ვირტუსი“, რომელიც სერიას 2:1-ს იგებს, ნახევარფინალში გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის რეკორდი | ქართველმა ესპანეთში ისტორია დაწერა
შერმადინის რეკორდი | ქართველმა ესპანეთში ისტორია დაწერა