ჟოან გარსია
Aa
Aa

ბარსელონამ ახალი მეკარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია | Mundo Deportivo

კატალონიის „ბარსელონამ“ „ესპანიოლის“ მეკარის, ჟოან გარსიას აგენტთან ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი და ამ მომენტისთვის ის თავად გოლკიპერის თანხმობას ელოდება.

გარსიამ ტრანსფერის შესახებ ბევრი წინადადება მიიღო, მათ შორის ისეთი კლუბებისგან, როგორებიცაა: „არსენალი“, „ნიუკასლი“, „ასტონ ვილა“, „ნაპოლი“, „ინტერი“ და „ლევერკუზენი“.

როგორც იწერება, ჟოანი გადაწყვეტილება აგენტებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რომელიც ამ დღეებში გაიმართება. „ბლაუგრანა“ მზადაა გამოსასყიდის თანხა გადაიხადოს, რომელიც 25 მილიონ ევროს შეადგენს.

23 წლის ესპანელმა გოლკიპერმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა, „ესპანიოლთან“ კონტრაქტი კი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკურად ძლიერია“ | დუმფრისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ტექნიკურად ძლიერია“ | დუმფრისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა