Empoli Channel: გოგლიჩიძე ემპოლის დატოვებს
საბა გოგლიჩიძე სერია ბ-ში გავარდნილ „ემპოლის“ დატოვებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Empoli Channel-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი მცველი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ტოსკანურ კლუბს მიზნად აქვს დასახული მომდევნო სეზონში სერია ა-ში დაბრუნება, დიდი ალბათობით, გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ „ემპოლი“ ვერ შეინარჩუნებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც სერია ა-ში თამაში სურთ და შესაბამის დონესაც აკმაყოფილებენ - ასეთებს შორის არიან ლუკა მარიანუჩი, ტინო ანჯორინი და ჯაკოპო ფაცინი.
რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, Empoli Channel-ის ცნობით, საბა „იუვენტუსში“ გადასვლასთანაა ახლოს, ასევე მას აკვირდება „რომა“ და ინგლისის პრემიერლიგის გუნდები.
აღსანიშნავია ისიც, რომ გოგლიჩიძეს, ანჯორინსა და ფაცინის საერთო აგენტი ჰყავთ.
ცნობისთვის, გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია ა-ში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა.