ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

La Gazzetta dello Sport: იტალიის ჩემპიონის ტიტული კვარამაც დაიმსახურა

ავტორიტეტულმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა შეაფასა ყველა იმ ფეხბურთელის თამაში, რომლებსაც განვლილ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით უთამაშიათ.

ხვიჩა კვარაცხელიამ გამოცემისგან 7,5-იანი შეფასება დაიმსახურა.

„მიატოვა გემი შუა გზაზე, როდესაც „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ამის გამო ხვიჩას აკრიტიკებდნენ, საკმაოდ საფუძვლიანადაც... თუმცა სანამ ხვიჩა „ნაპოლიში“ იყო, განსაკუთრებით მოტივაციის კუთხით მან გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა - 17 მატჩში 5 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა. ასე რომ, ჩემპიონის ტიტული მანაც დაიმსახურა“.

როგორც იცით, სერია ა-ს რეგლამენტის თანახმად კვარაცხელიას ჩემპიონის მედალი არ მიუღია. ქართველი შემტევი „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ იანვარში, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ პირველივე სეზონში კვარა საფრანგეთის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მა ინტერისთვის მზადება დაიწყო - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა
პსჟ-მა ინტერისთვის მზადება დაიწყო - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა