როგორ უნდა შეაჩეროს ინტერმა პარიზელთა შეტევა | რას ამბობს მატეო დარმიანი
„ინტერის“ ფეხბურთელმა, მატეო დარმიანმა Sky Sport Italia-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში, „ნერაძური“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება და დარმიანმა პარიზელთა შემტევებზე ილაპარაკა.
„როგორ უნდა შევაჩეროთ პარი სენ-ჟერმენის შემტევები? ისინი გუნდურად უნდა გავაჩეროთ და აუცილებელია, ძალიან ფრთხილი მატჩი ჩავატაროთ. ვიცით, ჩვენს მეტოქეს რა ხარისხი აქვს. პარი სენ-ჟერმენი შესანიშნავი გუნდია და მთელი სეზონის განმავლობაში, ამას აჩვენებდა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს მიხედვით, ფავორიტი „კვარას“ გუნდია და Opta-ს სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ პსჟ-ს გამარჯვების 44.6-პროცენტიანი შანსი აქვს. Opta „ინტერის“ მოგებას 29-პროცენტიან შანსს აძლევს, ფრეს - 26.4 პროცენტს.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 31 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.