რონალდუ რეალის წინააღმდეგ? - ყველაფერი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ბევრისთვის მოულოდნელად, გუშინ კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლეს ინფორმაციას Footmercato ავრცელებს. ვიგებთ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი შესაძლოა ალ ჰილალში გადავიდეს.
თუ ტრანსფერი განხორციელდება, ვეტერანი თავდამსხმელი სადებიუტო მატჩს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა რონალდუ მშობლიურ სპორტინგში დაბრუნდეს. ეს ფაქტი ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იქნება, რადგან მომავალი სეზონიდან ლისაბონურ კლუბში გიორგი ქოჩორაშვილი ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქროს ბურთი მფლობელი ალ ნასრის 2 წლის წინ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კრიშტიანუმ არაბული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 105-ჯერ მოირგო, 93 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.