„ფინალში გასვლა კარგია, მაგრამ წარმატებად თასის მოგება ჩაითვლება“ - აჩერბიმ ფინალზე ისაუბრა
„ინტერის“ მცველმა, ფრანჩესკო აჩერბიმ TNT Sports-თან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და „ნერაძურის“ შანსები შეფასა.
რას ამბობს აჩერბი:
„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა კარგია, მაგრამ საუკეთესო თასის აღმართვა იქნება. სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს ავირჩევდი თუ სკუდეტოს მოგება, არჩევანს ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთებდი. სკუდეტო გასულ წელს მოვიგე, კარგი იქნებოდა მისი კიდევ ერთხელ მოგება, მაგრამ წავაგეთ. „ნაპოლის“ ამ წარმატებას ვულოცავ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა თასების მფლობელთა თასია“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პსჟ-სა და „ინტერს“ შორის 31 მაისს, მიუნხენში საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.