ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, მიშელ პლატინი
Aa
Aa

„პსჟ-ის თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა“ - პლატინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ ფრანგულ მედიასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პსჟ-სა და „ინტერის“ წყვილში პარიზულ გუნდს უგულშემატკივრებს.

რას ამბობს პლატინი:

„ვის ვუგულშემატკივრებ ფინალში? რა თქმა უნდა პსჟ-ს. ამ გუნდს „ინტერზე“ უკეთესად ვიცნობ. პსჟ-ს თამაში ძალიან მომწონს, მწვრთნელმა ამ გუნდს ძალიან კარგად თამაში ასწავლა. ასე რომ, პარი სენ-ჟერმენის თამაშის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. ფინალი კი... შესაძლოა, ჩემზე უკეთაც კი იცოდეთ რას ნიშნავს... ფინალი ისეთი რამაა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შეუძლებელია, წინასწარ იცოდე ვინ გაიმარჯვებს. მე თუ მკითხავთ ვის ვგულშემატკივრობ, რა თქმა უნდა პსჟ-ს გიპასუხებთ, რადგან ფრანგი ვარ და პარიზის ჩემპიონობა ყველაზე მეტად გამიხარდება“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება 31 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა“ - უსმან დემბელე
„გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა“ - უსმან დემბელე