უსმან დემბელე
Aa
Aa

„გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა“ - უსმან დემბელე

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა შეიცვალა გუნდში ლუის ენრიკეს მოსვლის შემდეგ.

„ბავშვობაში ყველანი ასეთ მატჩებში თამაშზე ვოცნებობდით. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. ორი წელია, რაც „პარი სენ-ჟერმენში“ ვარ, და ჯერ ნახევარფინალში ვიყავით, ახლა კი ფინალში ვითამაშებთ.

გუნდი ძალიან მეხმარება. მეტოქის კარის სიახლოვეს ვთამაშობ და მხოლოდ გოლის გატანა მევალება, რაც მარტივი სულაც არაა, მაგრამ საგოლე მომენტები ხშირად მექმნება.

ერთად თამაში გვსიამოვნებს, ერთად ვუტევთ და ერთად ვიცავთ თავს. იმედია, გოლების გატანას გავაგრძელებ, რათა გუნდს ისევ დავეხმარო. ლუის ენრიკეს ძალიან ნათელი და გასაგები იდეები აქვს, მან ბევრი რამ შეცვალა გუნდში - შეიცვალა ფეხბურთელების მენტალიტეტიც, ტიტულების მოგება გვწყურია, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა და ერთმანეთს ვაძლიერებთ.

ვფიქრობ, გუნდში კონკურენციის არსებობა უმნიშვნელოვანესია, რათა ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების 100% აჩვენონ. იმედია, ფინალს მოვიგებთ“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ „ინტერს“ დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზში ჩასვლის დღიდან მთავარი მოტივაცია ეს იყო“ - ლუის ენრიკეს ინტერვიუ UEFA-სთან
„პარიზში ჩასვლის დღიდან მთავარი მოტივაცია ეს იყო“ - ლუის ენრიკეს ინტერვიუ UEFA-სთან