ტაირიზ ჰალიბერტონი, პასკალ სიაკამი
Aa
Aa

ჰალიბერტონის ისტორიული საღამო | პეისერსმა ნიქსი დაამარცხა

„ინდიანა პეისერსს“ NBA-ის სუპერფინალში გასვლასთან ერთი გამარჯვება აშორებს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, „ინდიანას“ მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსია“ და გამთენიისას მოგებული თამაშის შემდეგ, „პეისერსი“ სერიაში 3:1 დაწინაურდა.

„ინდიანას“ საშინაო კედლებში გამართული მეორე მატჩი მასპინძლების კარნახით წარიმართა. „პეისერსმა“ პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 5-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მესამე მეოთხედში, „ინდიანამ“ 11-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა - 130:121.

„პეისერსის“ რიგებში ისტორიული საღამო ჰქონდა ტაირიზ ჰალიბერტონს, რომელმაც მატჩი 32 ქულით, 12 მოხსნითა და 15 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ჰალიბერტონი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც კონფერენციის ფინალურ სერიაში, სამმაგი დუბლი ისე შეასრულა, დაკარგვა არ ჰქონია. მის გარდა 30 ქულით პასკალ სიაკამი გამოირჩა, ხოლო ბენედიქტ მატურინმა 12 წუთში 20 ქულა დააგროვა.

„ნიქსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 31 ქულა ჯეილენ ბრანსონმა ჩააგდო. კარლ-ენტონი თაუნსმა 24 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ხოლო ოჯი ანუნობის 22 ქულა ჰქონდა. ცნობისთვის, ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა 30 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შტურმს შეუძლია მილიონები მიიღოს | დირექტორი კიტეს შენარჩუნებას იმედოვნებს
შტურმს შეუძლია მილიონები მიიღოს | დირექტორი კიტეს შენარჩუნებას იმედოვნებს