ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

შტურმს შეუძლია მილიონები მიიღოს | დირექტორი კიტეს შენარჩუნებას იმედოვნებს

„შტურმის’’ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა ავსტრიულ მედიასთან ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა. 29 წლის ნახევარმცველი პრემიერ ლიგის კლუბებს დაუკავშირეს, პარენსენი კი მის შენარჩუნებას იმედოვნებს.

პარენსენი: „ტრანსფერისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ ცხადია რომ ბოლო წლებში მის მიმართ ინტერესია. ის 20-იანი წლების ბოლოშია (29 წლისაა), ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ ორჯერ გახდა.ამ მომენტში ჩემი გეგმის ნაწილად ვთვლი’’.

როგორც ავსტრიული Laola1 წერს, კიტეიშვილს „შტურმთან’’ მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ უწერია. შესაძლებელია, „შტურმმა’’ კიტეიშვილის სანაცვლოდ მილიონები მიიღოს, თუმცა კლუბი უპირატესობას ფეხბურთელის შენარჩუნებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, გუშინ ავსტრიულმა Krone-მ დაწერა, რომ შესაძლოა კიტეიშვილმა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს შესთავაზეს, მიზანი ტოპ ლიგაში ტრანსფერია. კიტეიშვილის მიმართ ინტერესი „ბარნლიმ’’, „სანდერლენდმა’’ და „ლიდს იუნაიტედმა’’ გამოხატეს. აღნიშნული გუნდები პრემიერ ლიგაში ამ სეზონში (2024-25) აღზევდნენ და შემდეგ სეზონში ელიტაში ითამაშებენ. ამ სამი გუნდიდან ყველაზე მეტად „ბარნლი'' აქტიურობს.

ავსტრიის ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონში 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით ასეთი შედეგიანი სეზონი არ ჰქონია, ეს მისი პირადი რეკორდია. ასევე აღსანიშნავია, რომ „შტურმი'' ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა, რაშიც ქართველის წვლილი საკმაოდ დიდია.

„შტურმთან’’ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, კიტეიშვილის სატრანსფერო თანხა 5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი