საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

ხარებაშვილი ყენიას რეკორდს მოხსნის, თუ ვილი ივნისში ათამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის 16 წლის საბა ხარებაშვილი გამოიძახა. თუ ფრანგი სპეციალისტი საბას ფარერის კუნძულების ნაკრებთან ან კაბო ვერდესთან ათამაშებს, ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება. საბა ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა და 9 თვის ასაკში ითამაშებს.

რეკორდი ლევან ყენიას ეკუთვნის. მან ეროვნულ ნაკრებში 16 წლის, 10 თვისა და 21 დღის ასაკში ითამაშა. ყენიას მხოლოდ 5 დღით ჩამორჩა ჯანო ანანიძე, მისი დებიუტი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში შედგა.

2024 წლის ივლისში საბამ კონფერენს ლიგაზე 15 წლის, 10 თვისა და 8 დღის ასაკში ითამაშა. UEFA-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

საბა ტალანტად მიიჩნევა და მის მიმართ ინტერესს არაერთი ცნობილი კლუბი იჩენს. სხვადასხვა წყაროებმა პსჟ-ს, „ბარსელონასა'' და „რეალს'' დაუკავშირეს. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს საბას მიმართ სერიოზული ინტერესი „ლივერპულს'' ჰქონდა. ასაკიდან გამომდინარე, ვიდრე 18 წლის არ გახდება, თბილისის „დინამოში'' ითამაშებს, რადგან არაევროკავშირელის პასპორტის გამო არასრულწლოვან ქართველ ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში თამაშის უფლება არ აქვთ.

საბა თბილისის „დინამოს'' პირველ გუნდში 2024 წლის სეზონიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ამპლუით მარცხენა მცველმა 5 ყვითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი
კიტეიშვილი პრემიერ ლიგაში? - ქართველის სამი ვარიანტი