თორნიკე შენგელია
Aa
Aa

Mundo Deportivo: შეთანხმება მიღწეულია - შენგელია ბარსელონაში ითამაშებს

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, რომელიც კატალონიაშია ბაზირებული და „ბარსელონასთან“ დაახლოებულ გამოცემად ითვლება, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მომავალი სეზონიდან „ბლაუგრანას“ ღირსებას დაიცავს.

რას წერს გამოცემა:

„ბარსელონამ“ მომდევნო სეზონისთვის პირველი ახალწვეული უკვე გაიფორმა. შეთანხმება მიღწეულია - შენგელია „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტს 2+1 სქემით გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

„ბლაუგრანა“ დიდი ხანია, აკვირდება შენგელიას და ახლოს იყო მის შეძენასთან გასული წლის ზაფხულშიც, თუმცა ქართველი „ვირტუსს“ უფასოდ ვერ დატოვებდა, კატალონიურ კლუბს კი ტრანსფერისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთლმა სამედიცინო შემოწმება ერთი თვის წინ გაიარა. „ბარსელონაში“ მან ნიგერიელი ჩიმეზიე მეტუ უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც მარტში მძიმე ტრავმა მიიღო და სულ მცირე 9 თვე ვერ ითამაშებს“. 

ცნობისთვის, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძე ორლანდოს დატოვებს? | „მისი ყოლა მეჯიქისთვის ფუფუნებაა“
ბითაძე ორლანდოს დატოვებს? | „მისი ყოლა მეჯიქისთვის ფუფუნებაა“