შერმადინის 100%-იანი მაჩვენებელი - ტენერიფემ ჟირონას მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ბასკეტ ჟირონას ესტუმრა და 93:84 დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც პარკეტზე 29 წუთი და 15 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
შერმადინმა 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. 4-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ოთხივე ჩააგდო, ხოლო 6 საჯარიმო ტყორცნიდან ყველა ზუსტი იყო. 5 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. გიორგი მატჩის MVP გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 48 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. ლიდერ რეალს 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, ტენერიფე ფორცა ლეიდას დაუპირისპირდება.
???? @LopezEcheto nos trae el MVP de la victoria ???? @BasquetGirona ????
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) May 4, 2025
???? Con 14 puntos, 23 de valoración y 100% de acierto…¡Sí, @gioshermadini ! ????
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/8Ndwz8ePeS