მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ჯერ გირტყამს, შემდეგ კი...“ - სეხუდომ მერაბის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ JAXXON PODCAST-ში მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და ქართველი „მანქანის“ ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

რას ამბობს სეხუდო:

„ვიცოდი, რომ მერაბი ძალიან, ძალიან კარგად ახერხებს ჯაჭვურ ბრძოლას. მისი ძლიერი მხარე მხოლოდ ჭიდაობა არაა, მისი მთავარი ძალა ჯაჭვური ბრძოლაა. სწორედ ეს ქმნის განსხვავებას მის ჩხუბებში. ჯაჭვური ბრძოლა დარტყმებისა და ჭიდაობის გაერთიანებაა. გირტყამს და შემდეგ უცბად წაქცევაზე მოდის, ჩხუბის დონეს გიცვლის. ძალიან კარგად შეუძლია ამის კომბინაციებში შერწყმა, ეს კი ნამდვილად საშინელებაა, ის წყეული „მანქანაა“. მისი კარდიო მისივე კონდიციონერია... არ ვიცი, როგორ გაუძლებს შონ ომალი ამ ყველაფერს.“

„მერაბს ჩვენგან დიდი პატივისცემა ეკუთვნის, ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში უდიდესი მებრძოლია. ვფიქრობ, ის თიჯეი დილაშოუზე უკეთესია. უბრალოდ შეხედეთ, ვინ და როგორ დაამარცხა მერაბმა. მისი რეზიუმე გაცილებით უკეთესია“.

ცნობისთვის, ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილს 2024 წლის თებერვალში შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამ ბრძოლის შემდეგ, სექტემბერში მერაბი სატიტულო ჩხუბში შონ ომალის დაუპირისპირდა და საჩემპიონო ქამარიც გადაიბარა, რომელიც იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვებით დაიცვა. 8 ივნისს კი „მანქანა“ შონ ომალის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება და ქამრის მეორედ დაცვას ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა ტრავმა?! | დვალიშვილი ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა
რა ტრავმა?! | დვალიშვილი ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა