მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

რა ტრავმა?! | დვალიშვილი ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრები დაამშვიდა. რამდენიმე დღის წინ, „მანქანამ“ ფეხის თითი იტკინა, მაგრამ დაზიანება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ოქტაგონზე გასასვლელად მზადაა.

„შუგა, გირჩევნია, ღონისძიებაზე გამოცხადდე და მოდი, ხალხს კარგი ჩხუბი ვაჩვენოთ. არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზი შენთვის, არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზი ჩემთვის. ხალხო, გპირდებით, რომ მაგარ დროს გაატარებთ და კარგ ორთაბრძოლას ნახავთ. ჯანმრთელი ვარ, მზად ვარ და მშიერი ვარ“, - განაცხადა მერაბმა სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც გორაკიდან უპრობლემოდ ეშვება.

ცნობისთვის, დვალიშვილის მწვრთნელის, ჯონ ვუდის თქმით, მერაბმა ფეხის თითი მოიტეხა, მაგრამ ჩხუბს არ ჩაეხსნება. ვუდის მიხედვით, „მანქანას“ ბევრად რთული ტრავმები გადაუტანია და ოქტაგონზე მაინც გასულა.

როგორც მოგეხსენებათ, მერაბის მომდევნო მეტოქე შონ ომალია. მათი საჩემპიონო ორთაბრძოლა UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 8 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პედი მომდევნო სუპერვარსკვლავი იქნება“ - UFC ლეგენდა
„პედი მომდევნო სუპერვარსკვლავი იქნება“ - UFC ლეგენდა