„პედი მომდევნო სუპერვარსკვლავი იქნება“ - UFC ლეგენდა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა საკუთარ იუთუბ-არხზე განაცხადა, რომ ძალიან მალე პედი პიმბლეტი UFC-ის სუპერვარსკვლავი გახდება. სონენმა შესაძლო კანდიდატად ილია თოფურიაც დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ პედის გულშემატკივრებთან ურთიერთობა საუკეთესოდ შეუძლია, ჩემპიონობის შემთხვევაში კი ინგლისელი პოპულარობით ყველა მებრძოლს გაუსწრებს.
რას ამბობს ჩეილ სონენი:
„პედი მეტეორული აღმავლობის გზაზეა. შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ ვინ იქნება მომდევნო სუპერვარსკვლავი... ამის შესახებ მუდმივად მესმის სხვადასხვა აზრი... ილია? ისლამი? ომალი? იქნებ, პერეირაა ყველაზე დიდი ვარსკვლავი? რა უნდა ვქნათ კონორის გარეშე? რა თქმა უნდა, ეს მებრძოლები ძალიან მაგარი ბიჭები არიან, მაგრამ ამდენი ლაპარაკი საჭირო არ არის. საბედნიეროდ, კულისებში აქტიურად ვარ და ბევრს ვიცნობ, ამიტომ გეტყვით, რომ მომდევნო სუპერვარსკვლავი პედი იქნება“.
„მაყურებელთან ურთიერთობა თითქმის შეუძლია. ამის გაკეთება მაიკლ ჯექსონს შეეძლო, ასევე Rock-ჯგუფებს, რომლებიც მთელ აუდიტორიას ფეხზე აყენებენ და მათთან ერთად სხვადასხვა რაღაცების სკანდირებას აიძულებენ. ასეთი იყო კონორიც... ნებისმიერი ადამიანისთვის ამ თვისების ქონა ძალიან დიდი პლუსია. სწორედ ეს თვისება აქვს პედი „ბედის“... მას შეუძლია მთელი დარბაზი გააერთიანოს და სხვადასხვა სიმღერა ამღეროს. ისინი ბოლო ხმაზე მღერიან პედის მიერ შთაგონებულ სიმღერებს... და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ ინგლისში არ ხდება. პედიმ მაყურებელი შეერთებულ შტატებშიც აიყოლია“.
ცნობისთვის, პედი პიმბლეტი ილია თოფურიას წონით დივიზიონში, შესაბამისად საშუალო წონაში ჩხუბობს და დიდი შანსია, თუ თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს, ქართულ-ინგლისური დაპირისპირებაც ვიხილოთ.