ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პირველი მეტოქე ცნობილია | ვის ხვდება ბასილაშვილი როლან გაროსზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ცნობილი გახდა მეტოქე, რომელსაც პირველ რაუნდში დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი პორტუგალიელ ენრიკე როშას შეხვდება. ეს უკანასკნელი 21 წლის ჩოგბურთელია და მსოფლიო რეტინგში 201-ე ადგილი უკავია. ბასილაშვილი და როშა ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. პირველი შეხვედრა პორტუგალიელმა სამ სეტში მოიგო და ნიკოლოზის მსგავსად, ძირითად ბადეში ისიც კვალიფიკაციიდან მოხვდა.

როშას დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე რაუნდში ალექსანდრე მიულერისა და იაკუბ მენშიკის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ დუელში ფავორიტად მენშიკი მოიაზრება, რომელიც „როლან გაროსზე“ მე-19 ნომრად არის განთესილი.

ცნობისთვის, ბასილაშვილისა და როშას შეხვედრა 25 მაისს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 13:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფაველებში გავიზარდე, არავისი მეშინია“ | ოლივეირას კომენტარი ილიას ბოდიშზე
„ფაველებში გავიზარდე, არავისი მეშინია“ | ოლივეირას კომენტარი ილიას ბოდიშზე