ივნისის მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ შეხვედრესი გუნდის ძირითადი ბირთვი დაისვენებს. ამასთან, შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
როგორც გითხარით, განაცხადში რამდენიმე დებიუტანტიცაა. ესენი არიან - გიორგი გაგუა, დავით კერესელიძე, ნიკა გაგნიძე და საბა ხარებაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფარერის კუნძულებს შეხვდება, 8 ივნისს კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება.