ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ-მა ინტერისთვის მზადება დაიწყო - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა

საფრანგეთის თასის ფინალში, „რეიმსთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ პსჟ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებას შეუდგა. ლუის ენრიკეს გუნდმა გუშინ ფინალამდე პირველი ვარჯიში ჩაატარა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და უკვე შეგვიძლია 100%-ით ვთქვათ, რომ „ინტერთან“ მატჩისთის მზად იქნება.

View this post on Instagram

A post shared by Paris Saint-Germain (@psg)

მიუნხენში გამგზავრებამდე ლუის ენრიკე პარიზში გუნდს კიდევ ორჯერ ავარჯიშებს, პარასკევს დილით კი გეზს ფინალის მასპინძელი ქალაქისკენ აიღებს, სადაც თამაშამდე კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის თასის ფინალში, „რეიმსის“ წინააღმდეგ მატჩის დაწყებამდე ხვიჩამ ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო, რის გამოც ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობით არ გარისკა და დასვენების შესაძლებლობა მისცა. ხვიჩა თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მის მაგივრად თამაში დეზირე დუემ დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი არც თასის აწევის ცერემონიალზე ყოფილა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პსჟ-სა და „ინტერს“ შორის 31 მაისს, მიუნხენში საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა შეაჩეროს ინტერმა პარიზელთა შეტევა | რას ამბობს მატეო დარმიანი
როგორ უნდა შეაჩეროს ინტერმა პარიზელთა შეტევა | რას ამბობს მატეო დარმიანი