ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ენრიკეს ფილოსოფია ახალ დონეზე აიყვანა“ - CBS Sports ხვიჩას შესახებ

ცნობილი სპორტული ტელევიზიის, CBS Sports-ის გვერდზე ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის სპეციალური სტატია ქვეყნდება, რომელშიც საუბარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაცაა. სტატიის ავტორი მკითხველს პსჟ-ის ყველა ფეხბურთელს აცნობს, ქართველ შემტევს კი ასე მოიხსენიებს:

„ახალი წლიდან, პსჟ-ის სათამაშო ფორმის გაუმჯობესება პირდაპირ დაემთხვა გუნდში კვარაცხელიას მოსვლას, რომელმაც ენრიკეს სტილისტური ფილოსოფია ახალ დონეზე აიყვანა. მას შემდეგ, რაც პარიზში გადაბარგდა, მას ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა დაუგროვდა, განსაკუთრებით გამოსარჩევი კი ასტონ ვილასთან გოლი და არსენალთან, დემბელეს გოლის ეპიზოდში შესრულებული ასისტია. ის ნამდვილად ამტკიცებს, რომ ისტორიაში იანვრის ყველა დროის საუკეთესო შენაძენია და დემბელეს მსგავსად, შაბათის ფინალში მნიშვნელოვანი როლი ექნება“, - წერია CBS Sports-ის სტატიაში.

31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე პარი სენ-ჟერმენი ფინალში ინტერს დაუპირისპირდება. თუ ამ მატჩს პარიზული გუნდი მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე