თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, დუშკო ივანოვიჩი
Aa
Aa

“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე

იტალიის ლეგა 1-ს მეოთხედფინალური სტადიის ფლეი-ოფში ვირტუს ბოლონიამ ვენეციას 86:84 მოუგო, სერიაში 3:2 გაიმარჯვა და ბოლონიური კლუბი ნახევარფინალში გავიდა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა.

ივანოვიჩი:

შენგელიამ დილით არაერთხელ მითხრა, რომ თამაში უნდოდა. მე ვუპასუხე, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, იყო ,თუ არა მზად სათამაშოდ, მაგრამ მას ამის გაგონება არ უნდოდა და გამუდმებით ერთსა და იმავეს იმეორებდა. მას სათამაშო დრო მივეცი. შენგელია მებრძოლი და ლიდერია. გამარჯვებაში ნამდვილად დაგვეხმარა. შეტევაში განსაკუთრებით გამორჩეული იყო.“

შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის. ქართველი კალათბურთელი ფინალისტებს შორის გახლავთ. ცნობისთვის, პირველ ეტაპზე გამოკითხვა სერია ა-ს 16 კლუბის მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და დირექტორებს შორის შედგა.

მონაწილეობა ასევე ჟურნალისტებმაც მიიღეს. მეორე ეტაპზე უკვე 5 მოთამაშე იყო დარჩენილი. ხმა მხოლოდ გულშემატკივრებმა მისცეს და ფინალისტები გამოავლინეს. 2024/2025 წლების სეზონი საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის შენგელიასთან ერთად მირო ბილანი(ბრეშა) და ჯასტინ რობინზონი (ტრაპანი) იბრძვიან. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოში ბრუნდება - ემპოლი საზონოვს არ გამოისყიდის
ტორინოში ბრუნდება - ემპოლი საზონოვს არ გამოისყიდის