„ზღვარი არ გადალახოს, თორემ...“ - ტაგირ ულანბეკოვმა თოფურიას მიმართა
UFC-ის რუსმა მებრძოლი და ისლამ მახაჩევის თანაგუნდელი, ტაგირ ულანბეკოვი ილია თოფურიას იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც „ელ მატადორმა“ მახაჩევს მშიშარა უწოდა.
„არსებობს „თრეშ თოქის“ რაღაც ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო. ყველამ, ვინც გვიცნობს, იცის, თუ რა მომხდარა, როდესაც ჩვენი გუნდის მიმართებით რაღაც ზღვარი ილახებოდა. სჯობს, ეს თოფურიამაც გაიხსენოს.
მისი განცხადებები, თითქოს ისლამი გაიქცა, შეეშინდა და ა.შ.... ვფიქრობ, ეს უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი მთელი ცხოვრება ოქტაგონშია, ახლა კი მას ეუბნებიან, რომ მშიშარაა. ეს როგორ შეიძლება? მახაჩევი თავისი წონის ჩემპიონია, ყველა მებრძოლი დამარცხებული ჰყავს.
ახლა კი ქვედა წონის წარმომადგენელი მას მშიშარას უწოდებს. მოდი, ჯერ ისლამთან ბრძოლა დაიმსახურე, მსუბუქ წონაში ვინმეს მოუგე და შემდეგ ილაპარაკე“, - განაცხადა ულანბეკოვმა.
როგორც ცნობილია, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა, სადაც ახალ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას შეხვდება.
რაც შეეხება მსუბუქ წონას, ვაკანტური ქამრისთვის 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს) ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა იჩხუბებენ.