„საქართველომ კვარცხლბეკიდან ჩამოგვაგდო“ - ესპანური მედია
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი ესპანეთთან სენსაციური გამარჯვებით (83:69) გახსნა და საკალათბურთო სამყარო აალაპარაკა.
ესპანური პრესა სერხიო სკარიოლოს გუნდის მარცხს მწვავე კრიტიკით შეხვდა, ქართველი კალათბურთელები კი შეაქო.
MARCA:
„ესპანეთის ნაკრებისთვის ტურნირი ამაზე უარესად ვერ დაიწყებოდა. საქართველოსთან მარცხმა სკარიოლოს გუნდს გზა ძალიან გაურთულა. ესპანეთმა კერკერტ საქართველოსთან წააგო, რის შემდეგაც გუნდის მთავარი ამოცანა მერვედფინალში გასვლა გახდა.
ქართველებმა ესპანეთი პირველ რიგში ფიზიკურად დაჩაგრეს. გამოსარჩევია NBA-ს მოთამაშეები - მამუკელაშვილი და ბითაძე. ასევე თორნიკე შენგელია, რომლის თამაშიც გულის პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ის ვერც არითმიამ და სამედიცინო რეკომენდაციებმა ვერ შეაჩერეს“.
AS:
„ევრობასკეტი გამანადგურებელი დარტყმით გავხსენით. საქართველომ ესპანეთი 83:69 დაამარცხა. ესპანელი კალათბურთელებისგან დღეს ვერც თამაში ვნახეთ და ვერც მებრძოლი სული. ქართველებმა კი დიდებულად ითამაშეს და ისინი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ეს მათი სიცოცხლის მთავარი დღე იყო“.
EL MUNDO DEPORTIVO:
„ესპანეთი კვარცხლბეკიდან საქართველომ ჩამოაგდო. ეს გუნდი ადრე სუსტ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ ახლა დაუმარცხებელი მონასტერია. ახალი უფერული რეალობის დასამტკიცებლად სკარილოს გუნდს ბევრი დრო არ დასჭირვებია. ძალიან მონდომებულ და თვითდაჯერებულ ქართველებთან ბრძოლაში, ესპანეთის ნაკრები იმედგაცრუებული დარჩა და ევროპის ჩემპიონი საბოლოოდ გაფუჭებულ სათამაშოს დაემსგავსა“.