გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

„ვეცდებით, შემდეგ თამაშებზეც ასე გაგახაროთ“, - სანაძის, შერამადინისა და ბურჯანაძის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ესპანეთთან გამართა და ანგარიშით 83:69 დაამარცხა. 
 
სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრებმა, დუდა სანაძემ, გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
 
დუდა სანაძე:

„კარგი დაწყებაა, მაგრამ აქ უკვე ვიყავით წინა ევროპის ჩემპიონატზე. როგორც გახსოვთ, ლიეტუვას ნაკრები დავამარცხეთ, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავედით. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე მომდევნო თამაშზე ვართ გადართული, რომ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც ჩვენ გვინდა. ახლა დავიწყეთ პირველი ეტაპი და ყველაფერი წინ არის“. 

 გიორგი შერმადინი

„ყველას ვულოცავ, მათ შორის ჩემს გუნდს. ქართველ გულშემატკივრებს, ვინც აქ ჩამოვიდა. ეს ხალხი დამატებით ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, ბევრს უნდოდა ჩამოსვლა და ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ამ ხალხსაც დიდ მადლობას გადავუხდი. ვეცდებით, შემდეგ თამაშებზეც ასე გაგახაროთ“. 

ბექა ბურჯანაძე:

„ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც თამაშს აქ ესწრებოდნენ, 10 ბალიანი სისტემით ვერ შეფასდებიან, რადგან 100 ბალს დავუწერდი. ეს თამაში არის ყველა ჩვენი გულწრფელი გულშემატკივრისთვის. ყველა ჩვენგანი რაღაცისთვის ვთამაშობთ და დღეს ეს დავამტკიცეთ, რომ რაღაცისთვის ვთამაშობთ“.

 


შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯიკიჩი: დიდი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ვიცი რომ უკეთაც შეგვიძლია
ჯიკიჩი: დიდი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ვიცი რომ უკეთაც შეგვიძლია