გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„თუ ერთად დავრჩებით, ყველას დამარცხება შეგვიძლია“ - ბითაძისა და მამუკელაშვილის კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ევროპის მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართა და ესპანეთი  ანგარიშით 83:69 დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრებმა, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. 

გოგა ბითაძე:

„ძალიან დიდი სიძულვილი იყო წამოსული ჩვენი ნაკრების მიმართ, ყველამ ვიცით და დავინახეთ ეს, თუმცა ამას მოტივაციად ვიღებთ. 2017 წელს დაგვემართა იგივე: დავამარცხეთ ძალიან ძლიერი ლიეტუვა თელ-ავივში და შემდეგ ჯგუფიდან ვერ გავედით. ასე რომ, არ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ ახლა ესპანეთი დავამარცხეთ და უკვე გასულები ვართ. ნამდვილად არ არის ასე, კიდევ გვაქვს თამაშები მოსაგები. თუ ერთად დავრჩებით, ერთად ვითამაშებთ, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, ყველას დამარცხება შეგვიძლია და დღეს ეს ვაჩვენეთ“.

სანდრო მამუკელაშვილი:

„ძალიან გახარებულები ვართ. დიდი გზა გველის წინ, მაგრამ ყველა გამოვიდა, თავისი როლი ითამაშა. ჩემი აზრით გუნდური თამაში იყო და ეს არის მთავარი, რომ გუნდურად ვითამაშოთ, ერთიანად ვიდგეთ და ერთმანეთის გვჯეროდეს“.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს, იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკარიოლო: საქართველოს ვულოცავ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს
სკარიოლო: საქართველოს ვულოცავ, მათ გამარჯვება დაიმსახურეს