ჯიკიჩი: დიდი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ვიცი რომ უკეთაც შეგვიძლია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველ ტურში სენსაცია მოახდინა და მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 14-ქულიანი სხვაობით 83:69 დაამარცხა.
ჩვენი ნაკრების სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა, გამარჯვების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
„დიახ, ამ საღამოს ფიზიკურად ძალიან კარგები ვიყავით. ბიჭებმა იციან, რომ თოკო არის მოთამაშე რომელიც გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს. ახლა ჩვენს მიზნებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.
დღეს ტრავმებით ვიყავით, მაგრამ „ბავშვმა“ (მამუკელაშვილი) მიიღო გადაწყვეტილება და ითამაშა, ასევე მიიღო თავისი გადაწყვეტილება თოკომ და მანაც ითამაშა. მე ჩემს მოთამაშეებს არ ვაძალებ, რომ ითამაშონ, მათ წნეხის ქვეშ არ ვაქცევ. ახლა კი ჩვენ დიდ გამარჯვებას აღვნიშნავთ.
ძალიან რთულია იმის თქმა არის თუ არა ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება. ის ვიცი, რომ კარგად ვითამაშეთ და ჩვენ უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სამედიცინო გუნდს, მათ საოცრად იმუშავეს.
რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, მოდი ამას საჯაროდ არ ვიტყვი. მომდევნო მეტოქე იტალიაა. უმაღლესი დონის გუნდი, რა შეიძლება კიდევ მათზე ითქვას“.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.