მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

დვალიშვილი: თუ უმართან ისევ ვიჩხუბებ, გავანადგურებ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი FULL SEND PODCAST-ის სტუმარი იყო, სადაც მან სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა. 

ქართველ „მანქანას“ კითხვა ყოფილ მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზეც დაუსვეს. ეს 2 მებრძოლი ერთმანეთს იანვარში დაუპირისპირდა და მერაბმა უმარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, 

„თუ უმარი სატიტულო ჩხუბს დაიმსახურებს და ჩვენ ისევ ვიჩხუბებთ, მე მას გავანადგურებ. მე მის მიმართ ყოველთვის პატივისცემას ვიჩენდი, კაცებს კი ამის მეტი არაფერი გვჭირდება. მე აქ საკუთარი შრომით მოვედი, უმარმა კი აქამდე თავისი ბიძაშვილის წყალობით მოაღწია. ამან შექმნა მის ირგვლივ „ჰაიპი“. როდესაც ის ჩემს მიმართ უპატივცემლობას იჩენდა, ძალიან გავბრაზდი. ის ჩემს მიმართ უპატივცემლობას იჩენდა და ეს აბსოლუტურად პირადული იყო“, - თქვა მერაბმა.

შეგახსენებთ. რომ დავალიშვილი მომდევნო ჩხუბს 5 ოქტომბერს გამართავს. „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ვარსკვლავია, მაგრამ...“ - სონენმა დვალიშვილზე ილაპარაკა
„მერაბი ვარსკვლავია, მაგრამ...“ - სონენმა დვალიშვილზე ილაპარაკა