პრატესის შოუ ავსტრალიაში - ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა
ავსტრალიის ქალაქ პერტში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა ქვესაშუალო წონის ექსჩემპიონის, ჯეკ დელა მადალენას და ამავე წონის მეხუთე ნომრის, კარლოს პრატესის დაპირისპირება იყო.
პრატესმა დელა მადალენა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. დელა მადალენასთვის კი ეს ზედიზედ მეორე მარცხია - წინა ორთაბრძოლა მან ისლამ მახაჩევთან დათმო.
თანამთავარ მოვლენაში ავსტრალიელმა კილან სალკილდმა გამოცდილი მსუბუქწონოსანი ბენილ დარიუში პირველ რაუნდში დაამარცხა. სალკილდის ანგარიშზე ახლა MMA-ში 12 გამარჯვება და 1 მარცხია, UFC-ში კი ის დაუმარცხებელია (5-0).