„მითხრეს როდის მომიწევს ჩხუბი“ - ვოლკანოვსკიმ მეტოქეები დააანონსა
UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მოკლე მონაკვეთში ბრაზილიელი დიეგო ლოპესი ორჯერ დაამარცხა და საჩემპიონო ქამარიც ჯერჯერობით მის განკარგულებაში რჩება. ვინ იქნება ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლის მომდევნო მეტოქე ტიტულის დაცვისთვის ბრძოლაში, ამის თაობაზე ვოლკანოვსკიმ მის სამშობლოში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობისას, ერთ-ერთ ადგილობრივ ჟურნალისტთან გულწრფელად ისაუბრა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკი
ჩემი მომდევნო ბრძოლა და მეტოქე ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა UFC-ის ხელმძღვანელებს უკვე ვუთხარი, რომ მზად ვიქნები, თუნდაც აგვისტოში და სექტემბერში რომ დაინიშნოს ჩხუბი. ისინიც სავარაუდოდ ამ პერიოდს ვარაუდობენ, რადგან გარკვეული მინიშნებები მივიღე.ჩემს წონაში ბევრი ღირსეული პრეტედენტია - მოვსარ ევლოევი, ალჯამეინ სტერლინგი, ჟან სილვა. ამ სამს შორის რომელიც დაიმსახურებს და რომელსაც დანა უაითი და ჰანტერ კემპბელი შეარჩევენ, ნებისმიერს ვეჩხუბები და გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქიდან მსუბუქ დივიზონში აინაცვლა და ორი წონის ჩემპიონობა სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ის ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.