მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ნოემბერში ან დეკემბერში“ - დვალიშვილს იანთან ჩხუბი სურს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მზადაა, რომ კორი სენდჰეგენის დამარცხების შემთხვევაში, პიოტრ იანს ეჩხუბოს. 

ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს. 

„თუ მოვიგებ, მინდა ჩხუბი უკვე დეკემბერში გავმართო. UFC-ს ვთხოვ, რომ კიდევ ერთი ბრძოლა მომცენ დეკემბერში ან ნოემბერშიც კი. პიორტ იანი ამ მომენტისთვის აშკარა პრეტენდენტია - ის ამას იმსახურებს. არ მინდა, რომ ზედმეტად დიდხანს ვალოდინო“, - თქვა მერაბმა Full Send Podcast-ში.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა ბოლო ბრძოლა 26 ივლისს, აბუ-დაბიში გამართა და მარკუს მაკგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რუსი მებრძოლი სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მესამე ნომერია და მხოლოდ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს, შონ ომალისა და უმარ ნურმაგომედოვს ჩამორჩება

რაც შეეხება მერაბს, „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„80/20-ზე ცარუკიანის სასარგებლოდ სიგიჟეა“ | კორმიე ხაბიბს გამოეხმაურა და ილიაზე ისაუბრა
„80/20-ზე ცარუკიანის სასარგებლოდ სიგიჟეა“ | კორმიე ხაბიბს გამოეხმაურა და ილიაზე ისაუბრა